воскресенье, 4 августа 2019 г.

ტესტები გეომეტრიაში

კუთხეების გაზომვა


დავალება 1

კუთხეს, რომელიც გაშლილი კუთხის ნახევარია, უწოდებენ ...
ჩაწერე პასუხი:
__________________________________________


დავალება 2

რომელ ინსტრუმენტს იყენებენ კუთხეების გასაზომად??
ჩაწერე პასუხი:
__________________________________________


დავალება 3
რა ქვია გრადუსის 1/60 ნაწილს?

ჩაწერე პასუხი:__________________________________________



დავალება 4

 თუ სხივი კუთხეს ორ ნაწილად ყოფს, მაშინ ამ კუთხეს გრადუსული ზომა უდრის მითებული კუთხეების ....

აირჩიე სწორი პასუხი:

1) სხვაობას
2) ჯამს
3) ნამრავლს
4) განაყოფს


დავალება 5
რა ეწოდება კუთხეს, რომელიც 90° –ზე მეტია, მაგრამ 180° –ზე ნაკლებია?

აირჩიე სწორი პასუხი:

1) მახვილი
2) ბლაგვი
3) მართი
4) გაშლილი

დავალება 6

რას უდრის გაშლილი კუთხის სიდიდე??

აირჩიე სწორი პასუხი:

1) 160°
2) 360°
3) 180°
4) 90°
5) 80°



 დავალება 7

სხივი ОС ყოფს კუთხე АОВ–ს რომლის გრადუსული ზომაა 74°, ორ კუთხედ. იპოვეთ АОС კუთხის სიდიდე, თუ, კუთხე ВОС= 36°.




აირჩიე სწორი პასუხი:

1) 110°
2) 38°
3) 112°
4) 48°
5) 26°

 დავალება 8
სხივიОС კუთხე АОВ –ს ყოფს ორ ნაწილად. АОС კუთხის გრადუსული ზომაა 25° და ВОС = 2 АОС. რას უდრის АОВ კუთხის სიდიდე?

აირჩიე სწორი პასუხი:
1) 50°
2) 75°
3) 100°
4) 125°
5)175°

 დავალება 9
როგოია კუთხე, რომლის ზომაა 67°?
აირჩიე სწორი პასუხი:
1) ბლაგვი
2) მახვილი
3) მართი
4) გაშლილი

დავალება 10
ОP სხივი კუთხე MON –ს ორ ნაწილად ყოფს. რას უდრის MON, კუთხის სიდიდე, თუ MOP უდრის 10°22'16'', ხოლოNOP უდრის 83°15'3''?

აირჩიე სწორი პასუხი: 
                                                                         1) 83°7'14''
     2) 93°37'19''  
    3) 93°37'14'' 
   4) 83°37'14'' 
5) 93°7'19''


Комментариев нет:

Отправить комментарий